ფსიქოლოგი
მაია ცირამუა ფსიქოთერაპევტი და კლინიკური სუპერვაიზორია. 2005 წლიდან მუშაობს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში (GCRT), არის ტრავმული სტრესის ევროპის საზოგადოების (ESTSS) და საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების (GSP) წევრი. ასევე, „საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციისა – GABP” თანადამფუძნებელი.
2015 წლიდან არის სერტიფიცირებული კლინიკური სუპერვაიზორი და მუშაობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორგანიზაციული გაძლიერებისა და კლინიკური სუპერვიზიის მიმართულებით.
იყო სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტი არასრულწლოვანთა საკითხებში. როგორც ექსპერტი და ტრენერი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა და დღემდე თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და პრაქტიკოსთა სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.
გამოცემული აქვს რომანები: „მშვიდობით, ძია გერშვინ“; „La porta segreta”; რომანი – „მშვიდობით, ძია გერშვინ“– 2020 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის „საბა“ გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი.