ლიკა ზაკაშვილი

ლიკა ზაკაშვილი

ონლაინგამოცემა Publika.ge-ის მთავარი რედაქტორი და ერთ-ერთი თანადამფუძნებელი

ლიკა ზაკაშვილი დამოუკიდებელი ონლაინგამოცემა Publika.ge-ის მთავარი რედაქტორი და ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. 2019 წელს რვა კოლეგასთან ერთად დააარსა ახალი ონლაინგამოცემა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიუკერძოებელი და სიღრმისეული გაშუქებაა. ლიკა ზაკაშვილს  ონლაინმედიაში ჟურნალისტისა და რედაქტორის პოზიციებზე მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს; სპეციალიზებულია განათლებისა და ჯანდაცვის თემების გაშუქებაზე; იყო პროფესიული გაერთიანების ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს არჩეული წევრი. აქვს აკადემიური საქმიანობის გამოცდილება – საქართველოში მოქმედ ორ უმაღლეს სასწავლებელში მიწვეული ლექტორია. მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან cross-border პროექტების განვითარებასთან არის დაკავშირებული.