განათლების კოალიციის პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი
რევაზ აფხაზავა 2000 წლიდან აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში, როგორც პედაგოგი, განათლების მკვლევარი და ექსპერტ-კონსულტანტი. მისი ინტერესის ძირითად სფეროებს წარმოადგენს, რეპეტიტორობის ინსტიტუტი, ინკლუზიური განათლება, განათლების დეცენტრალიზაცია, სასკოლო კვების პროგრამა და სხვა. წარსულში იგი მუშაობდა ღია საზოგადოების ფონდში, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტში. ამჟამად კი საქმიანობს განათლების კოალიციაში. ეწევა განათლების საკითხებში საკონსულტაციო საქმიანობას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. არის არაერთი კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი.