for english scroll down
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
2017 წლის 19 მარტს საქართველომ განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მიიღო მასწავლებლის გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდა განათლების კოალიცია.
აკრედიტაციის საფუძველზე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში დაწესდა 2017 წლის 13 მაისს. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდი. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 15 000 ლარს.
კონკურსანტთა შერჩევის პროცესს, საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ჟიური წარმართავს, რომელიც დაკომპლექტებულია სფეროს წარმომადგენლებითა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სისტემის საშუალებით აფასებენ თითოეული მასწავლებლის აპლიკაციას, რის შედეგადაც დგება რეიტინგი.
ყოველ წელს ეროვნული ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს ტარდება.
About us
“Global Teacher prize – Georgia” is a part of the global campaign that aims to promote teacher profession and increase its prestige, identify successful teacher and present him/her to the society.
Georgia received Global Teacher Prize accreditation at Global Education and Skills forum on March 19th 2017. “Education for All – Georgia” represented Georgia at the forum.
Gudavadze-Patarkatsishvili Foundation is the general sponsor of the project. Other supporters are: Ilia State University, Liberty Bank, Center for Training and Consultancy (CTC), Epam Georgia and Peorgian Public Broadcast.
The winner of the National Teacher Prize receives 15 000 Georgian Lari as an award.