ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პროფესიის პრესტიჟის ზრდას და იმავდროულად წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
ჯილდოს ახორციელებს ა(ა)იპ “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო”
www.tprize.ge
  • გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
  • საქართველოს ბანკი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 
  • EPAM GEORGIA
  • კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc) 
  • ალტე უნივერსიტეტი
  • პირველი არხი

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების მოქმედ მასწავლებელს. 

გაეცანით ბმულს application.tprize.ge

რეკომენდატორი უნდა იცნობდეს აპლიკანტის საქმიანობას. ამასთან, სასურველია ის იცნობდეს მასწავლებლის სამოქალაქო აქტივობასაც. შესაბამისად, რეკომენდატორი შესაძლოა იყოს როგორც ინდივიდი ასევე მათი გაერთიანება/ჯგუფი: მაგ. მშობელი ან მშობელთა ჯგუფი, მასწავლებელი ან მასწავლებელთა ჯგუფი, მოსწავლე ან მოსწავლეთა ჯგუფი (იგულისხმება დამამთავრებელ კლასებში ან უკვე სკოლა დამთავრებული), სკოლის ხელმძღვანელობა/ადმინისტრაცია და ა.შ.

როგორც თითოეული ღია კითხვა აპლიკაციაში, რეკომენდაციაც უნდა იყოს არგუმენტირებული და ფაქტებზე დაფუძნებული.

  • განაცხადების მიღება – 23 აპრილი
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  – 30 მაისი
საუკეთესო ათეული მასწავლებლის ეროვული ჯილდოს ფეისბუქ გვერდზე გამოცხადდება .
მონაწილეს, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, გამოავლენს სპეციალური ჟიური.

ჟიურის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს – ჟიური

აპლიკაციების შეფასება მოხდება კრიტერიუმების მიხედვით, ერთიანი ქულობრივი შეფასებით. საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება ჟიურის დისკუა. დეტალური ინფორმაცია პროცესის შესახებ იხილეთ შერჩევის პროცესი

გლობალური ჯილდოს მსგავსად, ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ კრიტერიუმების გრაფაში – შერცევის პროსი

შერჩევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მისღებად იხილეთ ბმული – შერჩევის პროცესი

ეს არის 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ www.globalteacherprize.org