ორგანიზაცია PH International – საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
ბერდია ნაცვლიშვილი, ორგანიზაცია PH International – საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორია, რომელიც საქართველოში 2000 წლიდან, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, ახალგაზრდებში ლიდერობის, სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების გაძლიერებას, ინგლისური ენის სწავლა-სწავლების განვითარებას და ხარისხიანი განათლების მიღებას.
პროფესიით პიარ სპეციალისტია. აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო სფეროში, 2004 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე, ასწავლის სტრატეგიული კომუნიკაციების საგანს. ამავდროულად, რამდენიმე პროფესიული, არასამთავრობო ორგანიზაციის და კერძო კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრია.