Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პავლე თვალიაშვილი

პავლე თვალიაშვილი

განათლების სპეციალისტი, საერთაშორისო ტრენერი

პავლე თვალიაშვილი განათლების სპეციალისტი, საერთაშორისო ტრენერია. 2000 წლიდან ააიპ “სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციისა” და 2012 წლიდან შპს “განათლებისა და მართვის გუნდის” დამფუძნებელი, უფროსი ტრენერი. პროექტების მენეჯერი. 

საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელების iEARN (2000 წლიდან), ENO (2003 წლიდან) კოორდინატორი საქართველოში. კოლეჯ მოდუსის ყოფილი დირექტორი, ფიზიკისა და ინფორმატიკის ყოფილი მასწავლებელი. სასწავლო სახელმძღვანელოების, ტრენინგ მასალებისა და სტატიების ავტორი. როტარი კლუბის რუსთავი საერთაშორისო ყოფილი პრეზიდენტი, საქართველო-ისრაელის როტარი კლუბების ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის, კანადისა და ევროპის ქვეყნების სასწავლო პროგრამების მონაწილე. UWC კოლეჯების ქსელის საქართველოს კომიტეტის წევრი. ზრდასრულთა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის ანასტასია თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი.