ისტორიკოსი, კულტურის მენეჯერი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე. 2004 წელს დაიცვა დისერტაცია პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესის თემაზე. 2002-2010 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში – UNDP, USAID -ში, ასევე სტრასბურგში, ევროპის საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. 2011 -2023 წლებში იყო საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი. 2023 წლის სექტემბერში დაჯილოვდა პრემია „საბას“ სპეციალური პრიზით „თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის“. 2023 წლის ნოემბრიდან არის საქართველოს პენ-ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.



