ფილოლოგიის დოქტორი, კინოს მკვლევარი.
მისი მოთხრობები და სამეცნიერო წერილები 15 წელზე მეტია იბეჭდება პერიოდულ პრესაში.
განხორციელებული პროექტები:
პირველი ფერადი ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშები. წლის ეროვნული პროექტის ჯილდო 2016 წ. ოპტიკური ილუზიის სათამაშოები კინომდე-კინო 2020 წ. ლევან გელაშვილი არის ავტორი წიგნებისა: „ჩემი შენი და როსტევან მეფის თავგადასავალი“ 2020 წ. (მოთხრობების კრებული, ნომინირებული იყო „ლიტერას“ დებიუტის ნომინაციაში).
„ქართული ავანგარდიზმი“ 2021 წ. (ქართული ფუტურიზმის და დადაიზმის ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილი კრებული), „საქართველოს კინოთეატრები“ (ქრონიკები 1920-1990 წწ.) 2022 წ.
ავტორი დოკუმენტური ფილმისა „დაკარგული პარადისო“ 2016 წ., რეჟისორი და სცენარისტი მოკლე მეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისა: „ნაჭუჭში“ (2018 წ.), „აპოლო“ (2019 წლის 90-წამიანი ფილმების კონკურსის Depict-ის შორთლისთის მონაწილე ფილმი, ნაჩვენები იქნა ბრისტოლში). „კვადრატი“ (2020 წ). სხვადასხვა დროს ლევან გელაშვილი მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევით პროექტებში, მათ შორის: ქართული კინოს ბიბლიოგრაფია 2009 წ. „ქართული კინო 1920-1929 წწ“. (კრებული 2020 წ.). „ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ანთოლოგია“ 2022 წ. (თანარედაქტორი). СЕРГЕЙ ТРЕТЬЯКОВ – «СВАНЕТИЯ» И ДРУГИЕ ОЧЕРКИ О ГРУЗИИ Тбилиси, 2022 წ. და სხვა.