Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ნატა ლომოური

ნატა ლომოური

ისტორიკოსი, კულტურის მენეჯერი. 

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე. 2004 წელს დაიცვა დისერტაცია პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესის თემაზე. 2002-2010 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში – UNDP, USAID -ში, ასევე სტრასბურგში, ევროპის საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. 2011 -2023 წლებში იყო საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი. 2023 წლის სექტემბერში  დაჯილოვდა პრემია „საბას“ სპეციალური პრიზით „თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის“. 2023 წლის ნოემბრიდან არის საქართველოს პენ-ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.