„სულაკაურის გამომცემლობა“ – რედაქტორი
თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – პედაგოგი.
თეონა ბექიშვილი 1996 წლიდან აქტიურადაა დაკავებული საგანმანათლებლო საქმიანობით. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სკოლებში, კითხულობდა სხვადასხვა სალექციო კურსს უნივერსიტეტებში, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ინტერნეტ გაზეთ „მასწავლებელთან“. იყო ქართულის მასწავლებლების ტრენერი, სხვადასხვა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს თანაავტორი. მისი ინტერესის ძირითადი სფეროა გენდერული როლების გადააზრება ლიტერატურაში ქართულის სწავლებისას.