მარინა ისკაკოვას გადაწყვეტილი ჰქონდა გამხდარიყო მეცნიერი, რომელიც კოსმოსურ ბიოლოგიას შეისწავლიდა. ჩააბარა კიდეც უნივერსიტეტში შესაბამის მიმართულებაზე, თუმცა მოგვიანებით გარემოებებმა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა და დღეს უკვე 22 წელია მასწავლებელია. ამჟამად ქიმიასა და ინფორმატიკას ასწავლის, თან ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორია, მაგრამ მანამდეც საკმაოდ ჩართული იყო სასკოლო ცხოვებაში – თავის დროზე იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის თავმჯდომარე და სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი. როგორც პედაგოგმა, სრულყოფისთვის საკამოდ რთული გზა გაიარა, 2014 წელს გახდა Microsoft-ის ინოვაციური სწავლების ექსპერტი. 2015 წელს აშშ-ი ჩაააბარა Microsoft-ის სასერტიფიკაციო გამოცდა და გახდა სერტიფიცირებული მასწავლებელი. იმავე წელს გახდა Microsoft-ის ტრენერი და მიენიჭა წამვანი მასწავლებლის სტატუსი.
მიაჩნია, რომ მასწავლებელი ვალდებულია თავისი პედაგოგიური პრაქტიკით ხელი შეუწყოს მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას. პრიორიტეტს ანიჭებს მოსწავლეებში მედია-წიგნიერების კომპეტენციების განვითერებას. მოსწავლეებთან ერთად ქმნის ქართულენოვან სასწავლო რესურსებს, როგორიცაა ერთობლივი ძალებით ნათარგმნი ვიდეო-ანიმაციური სასწავლო რგოლები ქიმიაში და ბუნებისმეტყველებაში. მის პრაქტიკაში უხვად არის მათემატიკისა და ქიმიის, ფიზიკისა და ქიმიის ინტერგრირებული გაკვეთილები მათემატიკური კომპეტენციების განსავითარებლად და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობისთვის. დიდ ყურადღებას აქცევს ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების გაზიარებას და მათ დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში ანუ ეკოლოგიურ წიგნიერებას. ამისათვის მოსწავლეებს რთავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებში და სხვადასხვა გარემოს დაცვით ღონისძიებებში.
მარინას წარმატებულ პედაგოგიურ პრაქტიკას ადასტურებს ისიც, რომ მისი მოსწავლეები წარმატებულად ასპარეზობენ სხვადასხვა კონკურსებსა თუ პროექტებში. 2015 წ საერთაშორისო პროექტში „ჯაჭვური რეაქცია“ მოიპოვეს აღიარება ნომინაციაში „საუკეთესო მოდელები“. სწავლების ინოვაციური სტრატეგიების გამოყენებით მიაღწია იმას, რომ სკოლაში ქიმიის სწავლების დაბალი დონე ამაღლდა და ეს საგანი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოსწავლეებისათვის, რასაც ადასტურებს კვლევის შედეგად ჩატარებული გამოკითხვა და ის გარემოება, რომ სკოლაში წლების მანძილზე არ არის ქიმიაში საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლე.
მარინა აქტიურად უზიარებს კოლეგებს თავის გამოცდილებას თავისი ბლოგის საშუალებით http://mariskakova.blogspot.com/, რომელზეც ატვირთულია უამრავი ელექტრონული რესურსი და სამოდელო გაკვეთილები. ასევე მისი თაოსნობით შეიქმნა და 2014 წლიდან არსებობს სკოლის აქტიური ვებ-გვერდი, სადაც ხელმისაწვდომია 7 კათედრის ელექტრონული პორტფოლიო, პედაგოგების დღიურები და ელექტრონული პორტფოლიოები http://33skola.blogspot.com/. გამოცდილების გასაზიარებლად მონაწილეობას იღებს ასევე სხვადასხვა კონფერენციებში, როგორიცაა „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“, “საბუნებისმეტყველო კვლევა საბუნებისმეტველო საგნების სწავლებაში”, ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბების ქსელის პირველი ფორუმი, “მასწავლებელთა აკადემია Microsoft-ის ინოვაციური სწავლების ექსპერტებთან ერთად” და ა.შ.
ბიოლოგია
მარინა ისკაკოვა დაიბადა 1970 წლის 14 აგვისტოს ქალაქ ქუთაისში. 1986 წელს დაამთავრა ქუთაისის N13 საშუალო სკოლა და ამავე წელს გახდა მოსკოვის მოხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის მაღალმოლეკულური ქიმიის სპეციალური ჯგუფის სტუდენტი. 1993 წელს ქუთაისის N13, შემდგომ N33 საჯარო სკოლაში დაარსა კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსები. ამავე წელს ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში ასწავლიდა ინფომატიკას და ფიზიკას. 2001 წლიდან მუშაობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის კათედრაზე, ხოლო 2006 წლიდან 2016 წლამდე იყო აწსუ-ს საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ქიმიური ტექნოლოგიების მიმართულების მოწვეული სამედიცინო ბიოქიმიის სპეციალისტი. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე სპეციალობით მაღალ მოლეკულათა ნაერთთა ქიმია. 2011 წელს გახდა ქიმიის სერტიფიცირებული მასწავლებელი. 2014 წლის 12 სექტემბერს დაინიშნა ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორად. 2017 წელს საქართველოს პირველი ცხრა მენტორის სიაში მოხვდა. 2014 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მივლინებული იყო ბიოლოგებისა და ქიმიკოსების გუნდის შემადგენლობაში პოლონეტში კოპერნიკის ცენტრში ახალგაზრდა მკლევართა კლუბის ქსელის განვითარებისათვის, რის შემდეგ სკოლაში დაარსა ახალგაზრდა მკლევართა კლუბი. 2013 წლიდან არის Microsoft-ის ინოვაციური სწავლების ექსპერტი, 2015 წელს გახდა ინოვაციოური სწავლების ტრენერი, ამავე წელს მოწვეული იყო 260 მასწავლებელთა შორის მსოფლიოს გლობალურ ფორუმზე სიეტლში (აშშ). 2017 წელს მიიღო მონაწილეობა მასწავლებელთა ეროვნულ ჯილდოში და მოხვდა საუკეთესო ათეულში. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.