განათლების მკვლევარი
სიკო ჯანაშია გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია თბილისში ხელმძღვანელობს მასწავლებლების მომზადების პროგრამებს და პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოში სამოქალაქო განათლების და სკოლების დემოკრატიული მართვის გაძლიერება. კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში უძღვება კურსებს განათლების სისტემების, განათლების სოციოლოგიის და სწავლების მეთოდების შესახებ. სიკო ჯანაშიას აქვს განათლების კვლევებისა და განათლების განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ოცწლიანი გამოცდილება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სიკო ჯანაშიას მიღებული აქვს განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, ჰარვარდის (მაგისტრატურა) და კოლუმბიის (დოქტორანტურა) უნივერსიტეტებში.