ჟურნალისტი
ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივ-სოციალური პროექტის „რეალური სივრცე“ (ტოქშოუ და ყოველდღიური გადაცემა) ავტორი და წამყვანია. იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „სამოთხის ვაშლები“-ს წამყვანი, ტელეკომპანია იმედის, შემეცნებითი და გასართობი გადაცემების მთავარი პროდიუსერი და წამყვანი, პირველ არხზე „გაერთიანება საღამო მშვიდობისას“ სხვადასხვა გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი, სატელევიზიო ფესტივალი „მანა“-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი და წამყვანი, რადიო „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, რადიოგადაცემა „პიკის საათის“ ჟურნალისტი და წამყვანი. მიღებული აქვს ჯოშუა ფრიდმანის და GIPA-ს პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და იუნისეფის პრიზი ბავშვთა საკითხების სიღრმისეული გაშუქებისთვის.