სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი და ააიპ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
2019 წლიდან მაგდა მაღრაძე არის სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი და ააიპ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ასევე, მაგდა მაღრაძე არის სს ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.
2013 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე მუშაობდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ახორციელებდა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონიანი კომპაქტის მართვას. მანამდე მუშაობდა ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს უმაღლესი განათლების მიმართულების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სამხრეთ კავკასიის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე. 2008 წლამდე, დაახლოებით 9 წლის მანძილზე, მაგდა მაღრაძე კოორდინირებას უწევდა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ განათლებისა და კულტურის პროგრამებს საქართველოში. მრავალჯერ დაჯილდოვდა აშშ-ის მთავრობის მიერ, დასახელდა მსოფლიოში აშშ-ის საელჩოების წლის საუკეთესო თანამშრომლად. მაგდას საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.