განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე
ირინა ხანთაძე 20 წელზე მეტია რაც ჩართულია საჯარო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარების პროექტებსა და ინიციატივებში, მათ შორის განათლების სექტორში. იგი 2004 წლიდან ხელმძღვანელობს ფონდს „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს“, ხოლო 2017 წლიდან არის განათლების კოალიციის თავმჯდომარე, რომელიც მისი თაოსნობით დაფუძნდა 2015 წელს.
კოალიცია განათლების სფეროში მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. იგი საქართველოს წარმოადგენს განთლების გლობალური კამპანიის ქსელშიც. კოალიციის ლიდერობით არაერთი მნიშვნელოვანი ადვოკატირების კამპანია იკნა წამოწყებული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოც, რომელმაც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს აკრედიტაციაც მოიპოვა და საქართველოში შედგა, როგორც პედაგოგის პროფესიის დამფასებელი ყველაზე პრესტიჟული კონკურსი.