ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი
ელიზბარ ელიზბარაშვილი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორია, მისი საქმიანობის სფერო მჭირდო კავშირშია განათლებასთან და კვლევით საქმიანობასთან. ის გახლავთ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრის მენეჯერი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. ასევე, სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალის – „ქიმიის უწყებანი“- მთავარი რედაქტორი, ინტერნეტგაზეთ “mastsavleveli.ge”-ს ბლოგერი.
გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არის 14 სახელმძღვანელოს ავტორი.