• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ზეინაბ კაკალაშვილი

    ზეინაბ კაკალაშვილი

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი აგვისტო 16, 2021

    ზეინაბ კაკალაშვილი მუშაობს თელავის სსიპ N5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების პედაგოგად. უწვეტ პროფესიულ განვითარებას ეწევა 30 წლის განმავლობაში. 2011 წლიდან დღემდე არის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კახეთის რეგიონის საბჭოს თავმჯდომარე, სამოქალაქო განათლების და 2014 წლიდან ეკო კლუბის მეურვე. 2013 წელს დაჯილდოვდა კახეთის რეგიონის წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგის პრიზით, ხოლო 2017 წელს საქართველოს სამოქალაქო განათლების პადაგოგთა ფორუმის ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ზეინაბმა მოიპოვა საპატიო ჯილდო „2018 წლის ქალი-სამოქალაქო განათლების სექტორში შეტანილი წვლილისთვის“ და 2019 წელს 20 გამარჯვებულ მასწავლებელს შორის დასახელდა პროექტში „სამოქალაქო განათლების სიმულაციები საქართველოს სკოლებისთვის“.  2019 წლიდან გახდა სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი.

    ზეინაბის პედაგოგიურ პრაქტიკაში მთავარი ღირებულებაა სამოქალაქო განათლების სწავლებით ხელი შეუწყოს მოსწავლეს ჩამოყალიბდეს ქვეყნის აქტიურ და სრულფასოვან მოქალაქედ. მისი პედაგოგიურ პრაქტიკა ეფუძნება პრინციპს, რომ  მოსწავლეებმა საგანი უნდა შეასწავლონ არა მხოლოდ სკოლის, არამედ ცხოვრებისათვის.  ის სწავლა-სწავლების პროცესში, გაკვეთილზე და არაფორმალურ გარემოში აქტიურად იყენებს მრავალფეროვან სტრატეგიებს, კერძოდ: პროექტებით, ქეისებით, ანიმაციებითა და დოკუმენტური ფილმებით სწავლებას, დილემური სიტუაციების განხილვას, სიმულაციურ და როლურ თამაშებს, თავად ქმნის ელექტრონული რესურსებს.

     

    ზეინაბის მოსწავლეებს ერთობლივი ძალისხმევით  მოპოვებული აქვთ არაერთი გამარჯვება: რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში, პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ ბლოგების კონკურსში, პროექტში „ეტალონი“, ოლიმპიადა „სვიფტი“ სამოქალაქო განათლებაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ინიციატივით ორგანიზებულ სპიკერების კონკურსში, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის კოორდინირებულ საერთაშორისო კონფერენციებში და სხვ.

     

    ზეინაბი თელავის სსიპ N5 საჯარო სკოლაში 30-ე წელია ასწავლის. ის მოსწავლეებთნ ერთად,  თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან. მოსწავლეებში სამოქალაქო ჩართულობის, აქტივიზმის და თვითმმართველობაში მონაწილეობის მნიშვნელობის გააზრებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ახორციელებს თემისთვის საჭირო ღონისძიებებს: დასუფთავების აქციები,  სსიპ N6 საჯარო სკოლის სასმელი წყლის სისტემის და კანალიზაციით უზრუნველყოფა, სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერის სანაგვე ურნების  განთავსება, სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კამპანია ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, საქველმოქმედო და საინფორმაციო აქტივობები და სიმულაციური თამაშები. შედეგად, მოსწავლეები გახდნენ უფრო თავდაჯერებულები, ისწავლეს ინტერესების ადვოკატირება, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა. განხორციელებულმა პროექტებმა უდიდესი წარმატება და აღიარება მოუტანა ეკო-კლუბს სკოლაში, რეგიონში, თემში.

     

    ზეინაბი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა  ფორუმის კახეთის რეგიონისა საბჭოს თავჯდომარის რანგში იკვლევს რეგიონის მასწავლებლების საჭიროებებს, ეხმარება აღმოჩენილი პრობლემების დაძლევაში. ორგანიზებას უწევს  პროფესიული გაზიარების ჯგუფის,  მრგვალი მაგიდის და  სამოდელო გაკვეთილების ჩატარებას, ტრენინგების ორგანიზებას. მასწავლებლებს უზიარებს განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და გამოწვევებს, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილავს მასწავლებელთათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, ქმნის მრავალფეროვან რესურსებს. მიუხედავად ბევრი წარმატებისა არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით.

    ჰყავს მეუღლე, სამი შვილი, და სამი შვილიშვილი.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    გიორგი ტერუნაშვილი
    აგვისტო 16, 2021

    შემდეგი სიახლე

    მაკა ხელაძე
    აგვისტო 16, 2021

    დაკავშირებული სიახლეები

    288223186_1238683573548845_5068427204033841081_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    24 ივნისი, 2022
    20 05 მასწავლებლები ქპვერი (1)
    ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“
    25 მაისი, 2022
    277822387_537095784439375_8449167787806128661_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 აპრილი, 2022

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase