• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2022
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2022
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    მიმოზა ღოლიჯაშვილი

    მიმოზა ღოლიჯაშვილი

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი ივლისი 19, 2022

    მიმოზა ღოლიჯაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო და მეცნიერებათა სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის წამყვანი მასწავლებელია. მას პედაგოგიური საქმიანობის 28 წლიანი გამოცდილება აქვს. უყვარს თავისი საქმე და მისი მთავარი მოტივატორები მოსწავლეები არიან.

    მიმოზა ღოლიჯაშვილი თვლის, რომ 21-ე საუკუნის თანამედროვე მასწავლებელი  ორიენტირებული უნდა იყოს საკუთარ განვითარებაზე, შეეძლოს გამოწვევებთან გამკლავება, გახდეს მისაბაძი მოსწავლეებისათვის, იცოდეს, როგორ ესაუბროს მათ. მისი აზრით, განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას და არა ფაქტების დამახსოვრებას, რადგან  მოსწავლეებს მოსწონთ შემოქმედებითი მიდგომა, მათ სურთ, თვითონ იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები –  აკეთონ, მოიფიქრონ, დაგეგმონ, განახორციელონ. არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც არ სურს  მისთვის საინტერესო პროცესში ჩართვა. ამიტომ მიმოზა მუდამ ცდილობს, ხელი შეუწყოს მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას, იყენებს მულტიმედიურ რესურსებს, ასწავლის პროექტებით, ანიმაციებითა და დოკუმენტური ფილმებით, დილემური სიტუაციების განხილვით, სიმულაციური და როლური თამაშებით, თავად ქმნის ელექტრონულ რესურსებს და უზიარებს კოლეგებს. ინტეგრირებულმა გაკვეთილებმა და კეთებით სწავლებამ  კი ხელი შეუწყო თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას და მშობლების ჩართულობის გაზრდას. ცდილობს, საერთო ევროპული ფასეულობების – თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოების, თანასწორობის იდეის მნიშვნელობა და ღირებულება სწორად დაანახოს მოსწავლეებს.

    მისი მოსწავლეების ინტერესი სამოქალაქო განათლების სწავლების მიმართ დიდია, მისი დამსახურებით სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში,ნ კონკურსებში, პროექტებში მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. სწავლების დინამიკის გაუმჯობესება იმაშიც ჩანს, რომ მოსწავლეები საკუთარი ინიციატივით გეგმავენ და ახორციელებენ პროექტებს სკოლასა და თემში, რითაც ძალიან ამაყობს.

    სასწავლო პროექტებით მოსწავლეებს  უვითარებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის იდენტიფიკაცია – მოგვარების, შემოქმედებითი, ურთიერთთანამშრომლობით გადაწყვეტილების მიღების, საერთო მიზნის მისაღწევად კომპრომისისათვის მზადყოფნის უნარებს. ამ უნარების ფლობა კი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია 21-ე საუკუნის თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებისთვის. ცდილობს, მოსწავლეებს აკადემიურ განათლებასთან ერთად, სწორი ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს, რაშიც  მას  არაფორმალური განათლება ეხმარება. მისი ინიციატივით სკოლაში შექმნილია სხვადასხვა კლუბი: ,,დიდი და პატარა ხელმარჯვეები“, ,,პატარა გარემოსდამცველები“,  სამოქალაქო განათლების კლუბი „შეცვალე“, ,,კინო კლუბი“, ,,ეკო თოჯინების თეატრი“. დააარსა დრამატული თეატრი „ნატვრის ხე“.

    მიმოზა ღოლიჯაშვილის მიზანია, მოსწავლეებმა  შეძლონ იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება სკოლასა და თემში. სწორედ მოსწავლეების ინიციატივით განახორციელეს პროექტები: ,,შუშის ბოთლები სიკეთისათვის“, კამპანია ,,აჩუქე წიგნი“ (60 წიგნი სკოლის ბიბლიოთეკას), „შეამცირე პლასტმასა“. თანამშრომლობენ  არასამთავრობო ორგანიზაცია CEEN-თან, აწყობენ დასუფთავების აქციებს, აგროვებენ მაკულატურას  მშობელთა ჩართულობით (2019 წელს – 3000კგ. 2020 წელს – 1500კგ. 2021 წელს – 800კგ.), მონაწილეობენ საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვებში. სასკოლო საზოგადოებასა და თემში ცნობიერების ამაღლების მიზნით 2020-2022 წლებში მოპოვებული საგრანტო პროექტების (ოთხი პროექტი) ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად განახორციელა მრავალფეროვანი აქტივობები (ბანერების განთავსება, „მდგრადი განვითარების მიზნები“ და „ბავშვთა უფლებები“ – სკოლამდე მისასვლელ გზაზე კედლის მოხატვა, 5 ბუნაგი მიუსაფარი ძაღლებისთვის თემში, კვლევები: ჯანსაღი ცხოვრების წესი/ნიკოტინის მოხმარება ახალგაზრდებში/, ნარჩენების მართვა/დაამზადეს „კომპოსტი“ და სხვა); ამ ტიპის აქტივობები ცვლის სასკოლო საზოგადოების, თემის მოსახლეობის ქცევას და ზრდის პასუხისმგებლობას.

     

     

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    ირა ძირკვაძე
    ივლისი 19, 2022

    შემდეგი სიახლე

    ნუგზარ სადიკოვი
    ივლისი 19, 2022

    დაკავშირებული სიახლეები

    288223186_1238683573548845_5068427204033841081_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    24 ივნისი, 2022
    20 05 მასწავლებლები ქპვერი (1)
    ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“
    25 მაისი, 2022
    277822387_537095784439375_8449167787806128661_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 აპრილი, 2022

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase