• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2022
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2022
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ლელა კოტორაშვილი

    ლელა კოტორაშვილი

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი იანვარი 18, 2018

    ლელა კოტორაშვილი 2017 წლიდან მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში. 2014-2017 წლებში მონაწილეობდა განათლების სამინისტროს პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“ და სამი წლის განმავლობაში ასწავლიდა სოფ. უწერის საჯარო სკოლაში; 2017 წელს სწავლა განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე.

    ლელას პედაგოგიური პრაქტიკა ემყარება ჰუმანისტურ და კონსტრუქტივისტულ მიდგომებს. ის ცდილობს პირადი მაგალითის ჩვენებით ნაბიჯ–ნაბიჯ განუვითაროს მოსწავლეებს პასუხისმგებლობის გრძნობა. ლელასათვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეები სიამოვნებას იღებდნენ სასწავლო პროცესისაგან, შესაბამისად ფორმალური და არაფორმალური სწავლების მონაცვლეობის გზით ის ქმნის პოზიტიურ და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს, რაც ხელს ხელს უწყობს მოსწავლეების წიგნირების დონის, მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და თავდაჯერებულობის ზრდას.

    სასწავლო რესურსების შექმნისა და წიგნთან მოსწავლის დაახლოვების მიზნით ლელას მენტორობით წარმატებით ხორციელდება რაჭველი მოსწავლის, მარიამ მეტრეველის მიერ წამოწყებული პროექტი – „წაიკითხე ჩემი წიგნი“. მოსწავლეებში ემპათიისა და ტოლერანტობის განვითარებას ემსახურება შიდა სასკოლო სპექტაკლების ორგანიზება, რომელშიც აქტიურად ერთვებიან სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები. ლელასათვის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგისთვის, მნიშნველოვანია მოსწავლეებს შეეძლოთ ნებისმიერ გარემოში საკუთარი აზრის თავისუფად გამოთქმა, კრიტიკული, შემოქედებითი აზროვნება და იდეების საუკეთესო ფორმით წარმოდგენა. ჩამოთვლილი კომპეტენციების განვითარების მიზნით ის თავად უძღვება ლიტერატურულ კაფეებსა და ბლოგებს : „საწიგნეთი” და “ორიონი” .

    ლელა მუდმივადმ მუშაობს პედაგოგების პროფესიულ განვითარებასა და და მასწავლებლის სოციალური სტატუსის ამაღლებაზე. ის საგანმანათლებლო ჟურნალ mastsavlebeli.ge-ს ერთ-ერთი ავტორია და პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს საკუთარი პრაქტიკის შესახებ. 2014-2017 წლებში რაჭაში ყოფნისას ლელამ შექმნა ბლოგი და წერდა წერილებს პროფესიული საქმიანობის შესახებ. ლელას წერილების კრებულს, „მოსიარულე გაკვეთილები“, გამომცემლობა „ინტელექტი“ წიგნად გამოსცემს. „მოსიარულე გაკვეთილები“ დოკუმენტური პროზაა, რომელიც გარდა პროფესიული ნარატივისა, აღწერს ქალაქსა და სოფელში ცხოვრების წესს და, ამ გზით, წარმოაჩენს მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებულ ხიბლსა და მნიშვნელობას საზოგაოდებისათვის.

    აღსანიშნავია, რომ ლელა პროფესიული საქმიანობის მიღმაც ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში. წინარე გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის წარმატებით ახროციელებს პროექტებს: „მიმოწერილი მთა და ქალაქი“ „მთა მიდის ზღვასთან“; მრავალფეროვანი მიდგომებით (ლიტერატურული კაფეები, ბლოგები, სპექტაკლები, როლური გაკვეთილები, ჩრდილების თეატრი, ლიტერატურული დღიურები, საზაფხულო ბანაკები) ცდილობს დააკავშიროს მთის და ბარის მოსწავლეები ერთმანეთთან, ასევე გაააქტიუროს მშობლები და ხელი შეუწყოს მშობელსა და სკოლას შორის პოზიტიური და თანამშრომლობითი ურთერთობის განვითარებას.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    თემურ სუყაშვილმა
    იანვარი 18, 2018

    შემდეგი სიახლე

    ნინო გურეშიძე
    იანვარი 28, 2018

    დაკავშირებული სიახლეები

    კ
    ვებინარები მასწავლებლებისთვის
    25 იანვარი, 2023
    MAK00407
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია როლანდ შავაძე
    8 ოქტომბერი, 2022
    Best dating sites for over 50
    26 სექტემბერი, 2022

    Many local newspapers had online personals in the mid 1990s but were bought out by these big dating sites. From some of the comments it really shows how desperate dating sites are for money that they even advertise in comment …

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase