ოქტაი ქაზუმოვი

ფილოლოგი, მთარგმნელი   ოქტაი ქაზუმოვი ამჟამად მუშაობს ტელეკომპანია ფორმულაზე, გადაცემა „მეჩვიდმეტე სართულის“ თანაწამყვანად. არის  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2002 წლიდან თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას აზერბაიჯანულიდან ქართულ და ქართულიდან აზერბაიჯანულ ენებზე. 2014-2018 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის დეპარტამენტში მეცნიერ-თანამშრომლად. ამჟამად, ახალგაზრდა მეცნიერის რანგში,  ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ „რუსთაველის ფონდიდან“ მოპოვებული გრანტის ფარგლებში, […]

ნატა ლომოური

ისტორიკოსი, კულტურის მენეჯერი.  დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე. 2004 წელს დაიცვა დისერტაცია პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესის თემაზე. 2002-2010 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში – UNDP, USAID -ში, ასევე სტრასბურგში, ევროპის საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. 2011 -2023 წლებში იყო საქართველოს მწერალთა სახლის […]

ლევან გელაშვილი

ფილოლოგიის დოქტორი, კინოს მკვლევარი.  მისი მოთხრობები და სამეცნიერო წერილები 15 წელზე მეტია იბეჭდება პერიოდულ პრესაში. განხორციელებული პროექტები:  პირველი ფერადი ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშები. წლის ეროვნული პროექტის ჯილდო 2016 წ. ოპტიკური ილუზიის სათამაშოები კინომდე-კინო 2020 წ. ლევან გელაშვილი არის ავტორი წიგნებისა: „ჩემი შენი და როსტევან მეფის თავგადასავალი“ 2020 წ. (მოთხრობების კრებული, ნომინირებული იყო „ლიტერას“ დებიუტის ნომინაციაში). […]

თეონა ბექიშვილი

„სულაკაურის გამომცემლობა“ – რედაქტორი თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – პედაგოგი. თეონა ბექიშვილი 1996 წლიდან აქტიურადაა დაკავებული საგანმანათლებლო საქმიანობით. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სკოლებში, კითხულობდა სხვადასხვა სალექციო კურსს უნივერსიტეტებში, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ინტერნეტ გაზეთ „მასწავლებელთან“. იყო ქართულის მასწავლებლების ტრენერი, სხვადასხვა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს თანაავტორი. მისი ინტერესის ძირითადი სფეროა  გენდერული როლების გადააზრება  […]

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

მწერალი, მსახიობი და ტელეწამყვანი წლების განმავლობაში მან სხვადასხვა შემეცნებითი ტელე თუ რადიოპროექტი შექმნა, 2016 წლიდან კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საგანმანათლებლო შოუ “წიგნების თარო” მიჰყავს, ამავდროულად, არის კომპანია წიგნების თაროს შემოქმედებითი ხელმძღვანელი. ალექსანდრე ლორთქიფანიძეს გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის პოეზიის, მცირე პროზის და დრამატურგიის მიმართულებით, მოპოვებული აქვს ლიტერატურული ჯილდოები “წინანდლის პრემია”, “საბა” და ა.შ.