Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მასწავლებელ ლადო აფხაზავას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მასწავლებელ ლადო აფხაზავას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ქართველ მასწავლებელ ლადო აფხაზავას შეხვდა.

პრემიერმა ლანჩხუთის რაიონის სოფელი ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს წარმატება მიულოცა და  აღნიშნა, რომ ინდივიდუალური მიღწევები მომდევნო წლების განმავლობაში განათლების სექტორის სისტემურ წარმატებაში მნიშნელოვან როლს შეასრულებს.

მამუკა ბახტაძის თქმით, სამომავლო გეგმები საზოგადოებას 2019 წლის დასაწყისში წარედგინება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრისას ითქვა, რომ განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი და უპირობო პრიორიტეტი იქნება მომავალი წლების განმავლობაში. ხაზი გაესვა, რომ განათლება საქართველოს ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს და რეფორმამ ისეთი ადამიანური კაპიტალის შექმნა უნდა უზრუნველყოს, რომელიც საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა შორის შეიყვანს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ (The Global Teacher Prize)  ფინალშია. 2017 წელს ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.