საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი “მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს” 50 ფინალისტს შორის დასახელებულ ქართველ მასწავლებელს შეხვდა.
კობა გვენეტაძემ ლადო აფხაზავას წარმატება მიულოცა და საკოლექციო დანიშნულების მონეტა აჩუქა. ასევე, მათ ფინანსური განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლა – ის მოსწავლეებს საახალწლოდ წიგნები და ტკბილეული გაუგზავნეს.