2017 წლის 31 მაისს, 16:00 საათზე, კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრეზენტაცია გაიმართება.
კამპანიის ორგანიზატორები საზოგადოებას ინფორმაციას გააცნობენ საკონკურსო პირობებისა და ჟიურის შესახებ, ასევე, წარადგენენ სარეგისტრაციო ვებგვერდს და დაასახელებენ ჯილდოს, რომელიც წლის მასწავლებელს გადაეცემა.