Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მასწავლებელთა კონფერენცია “გამოცდილების გაზიარება თანამედროვე სკოლის განვითარებისთვის”

მასწავლებელთა კონფერენცია “გამოცდილების გაზიარება თანამედროვე სკოლის განვითარებისთვის”

სენაკის სკოლა-გიმნაზიამ მასწავლებელთა საგანმანათლებლო კონფერენციას “გამოცდილების გაზიარება თანამედროვე სკოლის განვითარებისთვის” უმასპინძლა. საგანმანათლებლო კონფერენციას 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი, სკოლა-გიმნაზიის პედაგოგი, უტა კილასონია უძღვებოდა.

კონფერენციაში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017-2018 წლების საუკეთესო ათეულის მასწავლებლები, კოალიციის „განათლება ყველასათავის-საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია მიზნად ისახავდა მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, სწავლების სტრატეგიების, ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას.

კონფერენციას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები.

სტუმრებმა სკოლა – გიმნაზიაც დაათვალიერეს, შეხვდნენ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსსა და საგანმანათლებლო პროექტებში გამარჯვებულ მოსწავლეებს.