მასწავლებლის მეექვსე ეროვნული კონფერენცია

მასწავლებლის მეექვსე ეროვნული კონფერენცია

2017 და 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლები, ლადო აფხაზავა და მანანა კაპეტივაძე მასწავლებლის მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ.

კონფერენციის „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“ მიზანია მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება, ასევე ცნობიერების ამაღლება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით.

კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.