კოალიცია „განათლება ყველასათვის-საქართველო“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა აგრძელებს. საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის განვითარებისა და გაზიარების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვება ექვსმა პროექტმა მოიპოვა.
კოალიციამ საგრანტო კონკურსი მიმდინარე წლის ივნისს გამოაცხადა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის საუკეთესო ათეულის წევრებს. პროექტები 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, 1 სექტემბრიდან 31 მაისამდე პერიოდში განხორციელდება.
საგრანტო კონკურსის მიზანია საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის დანერგვა პროექტებსა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარების, პედაგოგების პროფესიული კომპეტენციების განვითარებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების გზით.
საგრანტო კონკურსი ხორციელდება „გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით. ფონდი კოალიციის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია 2017 წლიდან, როგორც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, ასევე სასკოლო საზოგადოების განვითარებისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების ფარგლებში.