მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისის ტიციან ტაბიძის სახელობის N43 საჯარო სკოლაში პროექტის „მედია წიგნიერი თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი წევრის ნინო აბულაძის მიერ განხორციელდა და მიზნად ისახავდა საბაზო და საშუალ საფეხურის მოსწავლეებში მედია წიგნიერების კომპეტენციის განვითარებასა და არაფორმალური სწავლების ხელშეწყობას სკოლის დონეზე.
შემაჯამებელი ღონისძიებაზე მედია წიგნიერების კლუბის წევრებმა წარმოადგინეს 2018-2019 წლის მუშაობის შედეგები, იმსჯელეს ძირითადი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ასევე დაწერეს მომავალი წლის კლუბის სამოქმედო გეგმა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე გაიმართა კონკურსის „მოდი ერთად ვითამაშოთ“ გამარჯვებულის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლის კესო ჩხიკვაძის დაჯილდოვება.
პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საგრანტო კონკურსი კოალიციამ „განათლება ყველასათვის“ 2018 წლის ივნისის თვეში გამოაცხადა და მასში მონაწილეობა მიიღეს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის საუკეთესო ათეულის წევრებმა. საგრანტო კონკურსი ხორციელდება „გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით. ფონდი კოალიციის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია 2017 წლიდან, როგორც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, ასევე სასკოლო საზოგადოების განვითარებისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების ფარგლებში.