Search
Close this search box.
Search
Close this search box.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნინო ფსუტური

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნინო ფსუტური

2023 წლის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ქ. გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა. გამარჯვებულს გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა, ხოლო ლიბერთი ბანკმა ფინალისტები 5000 ლარით დააჯილდოვა.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ: ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; ინა იმედაშვილი, თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მარინე კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

2017 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი და ამ პროექტით საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მასწავლებელთა კორპუსი, განათლების სფეროს და ზოგადად, საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო –  გამორჩეული წარმატებით ტარდება.

ჯილდოს კონკურსში, შვიდი წლის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა მასწავლებელმა, ხოლო წარდგენილი იყო 4663 პედაგოგი.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.