2018 წლის 1 მარტს სასტუმრო “რუმსში” მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა. მასთან ერთად გაიხსნა სააპლიკაციო პერიოდიც. შეხვედრაზე მასწავლებლები გაეცნენ ჟიურის წევრებს, პარტნიორებსა და იმ ძირითად ცვლილებებს, რაც 2018 წელს კონკურსის ფარგლებში ხორციელდება.
მთავარი სიახლე ეს არის ნომინაციის ელემენტი. წელს თვითწარდგენასთან ერთად, სკოლებსაც ექნებათ საშუალება წარადგინონ თავიანთი მასწავლებლები.
აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 20 აპრილამდე. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის გვერდზე “შერჩევის პროცესი.”
მომავალი განათლებაშია!