Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო 10

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო 10

გამოვლინდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო 10. ესენი არიან:

ნინო აბულაძე. სსიპ ქალაქ თბილისის #43 საჯარო სკოლის VII-IX, XII კლასის ისტორიის მასწავლებელი 18 წლიანი სტაჟით.

ვლადიმერ აფხაზავა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის V-X კლასის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი 17 წლიანი სტაჟით.

თინათინ ზარდიაშვილი. სსიპ თბილისის #143 საჯარო სკოლის VIII-XI კლასის ქიმიის მასწავლებელი 12 წლიანი სტაჟით.

მარინა ისკაკოვა. სსიპ ქალაქ ქუთაისის #33 საჯარო სკოლის VIII-XI კლასის ქიმიის მასწავლებელი 22 წლიანი სტაჟით.

ნინო კაპერსკი. სსიპ თბილისის #200 საჯარო სკოლის I-IX კლასის ინგლისური ენის მასწავლებელი 9 წლიანი სტაჟით.

ტოლია კილასონია. სსიპ ქალაქ სენაკის მუნიციპალიტეტი წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის V-VIII კლასის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი 5 წლიანი სტაჟით.

თეა ნონიკაშვილი. ხიდისთავის საჯარო სკოლა, VII-XI კლასის ბიოლოგია-ბუნებისმეტყველების მასწავლებელი 18 წლიანი სტაჟით.

მაია ტყემალაძე. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის II, V-VIII ინგლისური ენის მასწავლებელი 25 წლიანი სტაჟით.

ნათია ფურცელაძე, თბილისი, შპს ქორალის V, VII, XII კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 7 წლიანი სტაჟით.

ეკა წულუკიძე, სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის IX-XII კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 17 წლიანი სტაჟით.

 

დიდ მადლობას ვუხდით კონკურსის ყველა მონაწილეს. თითოუელი მათგანი დაფასებას იმსახურებს.