კონკურსისთვის აპლიკაციების მიღება დასრულდა

კონკურსისთვის აპლიკაციების მიღება დასრულდა

14 ივლისს კონკურსისათვის აპლიკაციების მიღება დასრულდა. მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 745 დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა. მათგან 114-მა მასწავლებელმა შემოიტანა განაცხადი.

პრეტენდენტების საერთო რაოდენობიდან 104 ქალბატონია, ხოლო 10 – მამაკაცი. მათგან საზ. მეცნიერებების მიმართულების მასწავლებელია – 20; უცხოური ენების – 11; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების – 1; სპორტის – 2; მათემატიკის – 8; სახელმწიფო ენების – 23; ესთეტიკური აღზრდის – 1; სხვადასხვა მიმართულებების – 29.

ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ყველაზე მეტი – 37 განაცხადი შემოსულია თბილისიდან. პრეტენდენტების რაოდენობით მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, 17 განაცხადით.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე სპეციალურად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის შექმნილი ჟიური განიხილავს შემოსულ განაცხადებს და შეარჩევს საუკეთესო ათეულს, ამის შემდეგ კი, პირისპირ ინტერვიუების საფუძველზე შეირჩევა ხუთეული, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, ასევე, მხარს უჭერენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ლიბერთი ბანკი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.