სულაკაურის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ „განათლების ფორუმზე“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2026 წლის საუკეთესო ათეული დასახელდა. კონკურსის მიზანია იმ გამორჩეული მასწავლებლების დაფასება და წარმოჩენა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებებს ქმნიან.

წლევანდელი საუკეთესო ათეულის წევრები გახდნენ:

ღონისძიებაზე, ასევე, დასახელდნენ და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ სულაკაურის გამომცემლობის ყოველწლიური კონკურსის — #მადლობა მასწავლებელო საუკეთესო ათეულის წევრები!

კონკურსის შემდეგ ეტაპზე, 5 სექტემბერს, ხუთი ფინალისტი დასახელდება, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს — მასწავლებლის მსოფლიო დღეს — მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. ფინალისტებს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკი დააჯილდოებს.

წელს შესარჩევ კონკურსში 121 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა წარმოადგენს გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს, რომლის მიზანიც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა.

ათი წელი, ათობით ისტორია და ერთი მთავარი იდეა — მასწავლებელი, რომელიც ცვლის მომავალს!