დასრულდა კონკურსის მორიგი ეტაპი, გამოვლინდა 5 ფინალისტი. ესენი არიან:
ნინო აბულაძე. სსიპ ქალაქ თბილისის #43 საჯარო სკოლის VII-IX, XII კლასის ისტორიის მასწავლებელი 18 წლიანი სტაჟით.
ვლადიმერ აფხაზავა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის V-X კლასის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი 17 წლიანი სტაჟით.
თეა ნონიკაშვილი. ხიდისთავის საჯარო სკოლა, VII-XI კლასის ბიოლოგია-ბუნებისმეტყველების მასწავლებელი 18 წლიანი სტაჟით.
ნათია ფურცელაძე, თბილისი, შპს ქორალის V, VII, XII კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 7 წლიანი სტაჟით.
ეკა წულუკიძე, სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის IX-XII კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 17 წლიანი სტაჟით.
პირველ რიგში, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა მონაწილეს. განსაკუთრებული მადლობა 10-ეულის წევრებს. ძალიან ვაფასებთ თქვენს საქმიანობას და იმედი გვაქვს სამომავლო თანამშრომლობის.
კონკურსის ყველა მონაწილეს გაეგზავნება ელ. სერტიფიკატი. 10-ეულის წევრები კი, დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
ხუთივე ფინალისტს ვულოცავთ ბოლო ეტაპზე გადასვლას და წარმატებას ვუსურვებთ. ძალიან მალე, მათ შესახებ მოკლე ინფორმაციები განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე.