თეა ნონიკაშვილი დაიბადა 1978 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ გორში. 1997 წელს დაამთავრა ქ. გორის სამედიცინო სასწავლებელი, მედდის სპეციალობით, ხოლო 2002 წელს, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით.
1999 წლიდან დღემდე არის ბიოლოგიის მასწავლებელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში. ასევე ასწავლის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში.
თეას მიზანია ბავშვებს შეაყვაროს საბუნებისმეტყველო საგნები, გაუღვივოს მათ ცნობისმოყვარეობა და კვლევითი უნარები, ასევე, დაანახოს ამ საგნების სწავლების პრაქტიკული და ყოფითი მხარე. სხვადასხვა პროექტების საშუალებით, თეა ცდილობს ბიოლოგიის სწავლების პროცესი უფრო საინტერესო გახადოს. მისი მოსწავლეები ქართულად თარგმნიან სასწავლო რესურსებს, იღებენ ვიდეოფილმებს და იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსებში, მონაწილეობენ სამეცნიერო პიკნიკებში, ფლობენ ექსპერიმენტების ჩატარების ტექნიკას, მუშაობენ სხვადასხვა გრანტების მოძიებაზე და ყოველწლიურად აუმჯობესებენ აკადემიურ მოსწრებას.
საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით, 2008 წელს მან შექმნა სამეცნიერო კლუბი ბიოლოგიის მიმართულებით. მოსწავლეებთან და კოლეგა მასწავლებლებთან ერთად ატარებს საინტერესო ექსპერიმენტებს, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებს. ასევე, თანამშრომლობენ სხვა სკოლების კლუბებთან. თეა ნონიკაშვილის და მისი მოსწავლეების ერთ-ერთი წარმატებული პროექტის მაგალითია „დაუნის სინდრომი და საზოგადოება“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია და განიხილეს მისი გამომწვევი მიზეზები.
2010 წელს თეა ნონიკაშვილი გახდა „საუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსის ავტორი მასწავლებელი“, ხოლო 2013 წელს მოიპოვა Microsoft-ის ექსპერტ-მასწავლებელის ჯილდო. 2014 წელს, ბარსელონაში გამართულ მასწავლებელთა საერთაშორისო ფორუმზე მიენიჭა ინოვატორი ექსპერტ-მასწავლებლის ტიტული.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ბიოგრაფია
თეა ნონიკაშვილი დაიბადა 1978 წლის 19 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, 1984 წელს სწავლა დაიწყო ხიდისთავის საშუალო სკოლაში, 1994 წელს სწავლა გააგრძელა გორის სამედიცინო სასწავლებელში მედდის საქმის სპეციალობით, 1997 წელს გახდა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი, რომლის სრული კურსი წარჩინებით დაასრულა 2002 წელს. 1999 წლიდან დღემდე მუშაობს ხიდისთავის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად, 2012 წლიდან პარალელურად ასწავლის ბიოლოგიას ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში. 2014 წელს მიიღო Microsoft-ის ექსპერიტი მასწავლებლის ტიტული და მოხვდა მასწავლებელთა მსოფლიო ფორუმზე ბარსელონაში, 250 საუკეთესო მასწავლებელს შორის. 2017 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი.