Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ეკატერინე წულუკიძე

ეკატერინე წულუკიძე

ეკატერინე წულუკიძე დაიბადა 1981 წლის 27 თებერვალს. 1998 წელს დაამთავრა მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარის საჯარო სკოლა. 1998-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სპეციალობა – ქართული ენა და ლიტერატურა.

1999 წლიდან დღემდე მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. სკოლა, სადაც 40 – მდე მოსწავლე სწავლობს, მოშორებულ, მაღალმთიან სოფელში მდებარეობს. მძიმე კლიმატური და სხვა პირობების გამო ბავშვებსა და მასწავლებლებს ბევრი სირთულეების გადალახვა უწევთ. 

ეკას მიზანია სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადოს და იმავდროულად ბავშვებს გაუხალისოს ყოველდღიური ყოფა. მისი ძალისხმევა სცილდება საკლასო ოთახში განხორციელებულ აქტივობებს. უკვე მრავალი წელია აქტიურად ცდილობს მოსწავლეებს დამატებითი საგანამანათლებლო საქმიანობები შესთავაზოს. 2012 წელს მან ჩამოაყალიბა სამოქალაქო კლუბი „ცოდნა ძალაა“, 2016 წლიდან შექმნა ეკო კლუბი „Green Space”, სადაც მოსწავლეები ცოდნას იღრმავებენ გარემოს დაცვის მიმართულებით და პატარა ასაკიდან ეჩვევიან გარემოზე ზრუნვას. ეკა, ასევე, ხელმძღვანელობს ლიტერატურულ კლუბს „ჯინსების თაობა“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს და ხელს უწყობს წიგნიერების ამაღლებას. მისი ძალისხმევით ბავშვები ებმებიან სახალისო და შემეცნებით საქმიანობებში და აუმჯობესებენ სასწავლო შედეგებს. 2013-2014 წლებში მას მოპოვებული აქვს რამდენიმე მიკრო გრანტი, რომლის ფარგლებშიც ტექნიკური აპარატურითა და ინვენტარით აღიჭურვა სოფელ ფარის სასკოლო ბიბლიოთეკა.

სოფლად ახალგაზრდების მხარდაჭერისა და გაძლიერებისათვის მან შეკრიბა გუნდი და ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“, რომელიც ხელს უწყობს მათ ადგილზე დასაქმებას, პროფესიული განათლების მიღებასა და თემის პრობლემების მოგვარებას.

2017 წელს მოსწავლეებთან და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან ერთად დააფუძნა სოციალური საწარმო „მზეკო“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ასაკის გოგონები (მათ შორის სკოლის მოსაწავლეები) და ქალბატონები ეუფლებიან ხელსაქმეს, კერვასა და ტრადიციული მეთოდით მატყლის დამუშავებას. წელს „მზეკოს“ პროდუქცია „სვანეთობის“ ფესტივალზე უკვე იყო გამოფენილი. 

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. ოთხივე მათგანი სოფელ ფარის საჯარო სკოლაში სწავლობს.

ბიოგრაფია

ეკა წულუკიძე დაიბადა 1981 წლის 27 თებერვალს, აფხაზეთის ა/რ გულირიფშის რაიონში, სოფ.დრანდაში. 1998 წელს, დაამთავრა მესტიის მუნიციპალიტეტის, ფარის საჯარო სკოლა და ამავე წელს გახდა სოხუმის უნივერსიტეტის, ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დაამთავრა 2004 წელს. 1998 წლიდან დღემდე ასწავლის მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფ.ფარის საჯარო სკოლაში, ქართულ ენასა და ლიტერატურას, 2000-2009 წლებში, მუშაობდა სოფ. ფარის კულტურის სახლის დირექტორის თანამდებობაზე. 2013 წლიდან არის სათემო ორგანიზაციის „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდების“ დამფუძნებელი და გამგეობის თვამჯდომარე. ეკა წულუკიძე არის სოციალური საწარმო ქალებისთვის “მზეკო“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2017 წელს მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.