Search
Close this search box.
Search
Close this search box.

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა. კოალიციის „განათლება ყველასათვის “ ინიციტივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან პატრნიორობით, კონკურსი  წელს მესამედ ტარდება.

პრეზენტაციაზე კოალიციის დირექტორმა  დამსწრე საზოგადოებას კამპანიის ეტაპები და ძირითადი სიახლეები გააცნო რომელიც 2019 წელს კონკურსის ფარგლებში განხორციელდება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე წელს გვაქვს ნომინირება. შარშანდლისაგან განსხვავებით, წელს მასწავლებლის წარდგენა არა მარტო სკოლებს შეეძლებათ არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც. ასევე, 2019 წელს შემოგვაქვს ‘ქრაუდფანდინგის’ ელემენტი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მხარი დაუჭიროს პროექტს და გახდეს ჯილდოს დონორი“ – განაცხადა კოალიციის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.tprize.ge 1 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამ-ეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გახდება ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი.
გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან  „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან გადაეცემა 10 000 ლარი. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები არიან  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, „ლიბერთი“ ბანკი, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

2019 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას ბაქსვუდის სკოლა და გიმნაზია „შავნაბადა“ უერთდებიან. ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2 კვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთელიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას.