ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ხელმძღვანელი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი
სოფიკო ლობჟანიძე არის განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით, განათლების სკოლის ხელმძღვანელი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი. მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს არაერთ საერთაშორისო კონფერენციას და ორმოცდაათზე მეტ სტატიის ავტორობას, რამდენიმე სახელმძღვანელოს, გზამკვლევსა თუ მონოგრაფიას. იგი მონაწილეობდა და მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო კვლევით და სასწავლო პროექტებში როგორც ხელმძღვანელი, მკვლევარი და ექსპერტი. სოფიკო ლობჟანიძე აქტიურად არის ჩართული განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებსა და ინიციატივებში – არის საქართველოს პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფის წევრი, განათლების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე.