ბერიკა შუკაკიძე

ბერიკა შუკაკიძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

ბერიკა შუკაკიძე სსიპმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და  გორის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგია. სხვადასხვა დროს იყო  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი, თბილისის ღია უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში დირექტორის მოადგილე. მისი ინტერესის და კვლევის სფერო დაკავშირებულია განათლების მართვასთან, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან, სკოლის დაფინანსების მოდელებთან, უსაფრთხო სკოლასთან. მისი მონაწილეობით  წარმატებით განხორციელდა რამდენიმე კვლევითი პროექტი.