საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი
მაია კობახიძე არის პროფესიით მათემატიკოსი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტია, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ 37864 წევრს. ის ევროპის განათლების სფეროს დასაქმებულთა საერთაშორისო ორგანიზაციის (ETUCE) გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს არჩეული წევრია და ეროვნულ/საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულთა ინტერესებს.
ევროპის მასწავლებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის ETUCE-ის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, 2018 წელს, მაია კობახიძეს გადაეცა ,,გამორჩეული ქალი ლიდერის“ პირველი სპეციალური ჯილდო ,,პროფკავშირულ საქმიანობასა და მასწავლებელთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის“.