ხშირად დასმული კითხვები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პროფესიის პრესტიჟის ზრდას და იმავდროულად წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
ჯილდოს ინიციატორია განათლების კოალიცია და ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო ან კერძო ავტორიზებულ დაწესებულებაში. შეავსეთ აპლიკაცია.
აპლიკაციის შესავსებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე, რისი დასრულების შემდეგაც მოგეცემათ აპლიკაციის შევსების საშუალება.
რეკომენდატორი უნდა იცნობდეს აპლიკანტის საქმიანობას. ამასთან, სასურველია ის იცნობდეს მასწავლებლის სამოქალაქო აქტივობასაც. შესაბამისად, რეკომენდატორი შესაძლოა იყოს როგორც ინდივიდი ასევე მათი გაერთიანება/ჯგუფი: მაგ. მშობელი ან მშობელთა ჯგუფი, მასწავლებელი ან მასწავლებელთა ჯგუფი, მოსწავლე ან მოსწავლეთა ჯგუფი (იგულისხმება დამამთავრებელ კლასებში ან უკვე სკოლა დამთავრებული, სკოლის ხელმძღვანელობა/ადმინისტრაცია და ა.შ. როგორც თითოეული ღია კითხვა აპლიკაციაში, რეკომენდაციაც უნდა იყოს არგუმენტირებული და ფაქტებზე დაფუძნებული.
  • განაცხადების მიღების დაიწყება 1 მარტი
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 25 აპრილი
შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესახებ ელექტრონულად ეცნობებათ მხოლოდ 10 ფინალისტს.
გამარჯვებულ მონაწილეს, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, გამოავლენს სპეციალური ჟიური.
ჟიურის წევრები იქნებიან კოალიციის წარმომადგენლები, განათლების სპეციალისტები და ექსპერტები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ - ჟიური
აპლიკაციების შეფასება მოხდება კრიტერიუმების მიხედვით, ერთიანი ქულობრივი შეფასებით. საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება ჟიურის დისკუა. დეტალური ინფორმაცია პროცესის შესახებ იხილეთ შერჩევის პროცესი
გლობალური ჯილდოს მსგავსად, ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ კრიტერიუმების გრაფაში - შერცევის პროსი
შერჩევა განხორციელდება ოთხ ეტაპად.
  • პირველი - ტექნიკური შემოწმება
  • მეორე - ჟიურის შეფასება
  • მესამე - პირისპირ ინტერვიუები და ადგილზე შემოწმებები
  • მეოთხე - გამარჯვებულის გამოვლენა
შერჩევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ - შერჩევის პროცესი
ეს არის 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ www.globalteacherprize.org