ელისო აბრამიშვილი 2008 წლიდან მუშაობს საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. 2014 ელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, პორტფოლიოების შერჩევის შედეგად ის მოხვდა ქიმიის მასწავლებელთა ხუთეულში და გაემგზავრა . ვარშავაში, კოპერნიკის ცენტრში. ელისო პროფესიული საზოგაოდოებების აქტიური წევრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო ელჩია.

ელისო აბრამიშვილის პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა. მოსწავლეთა ჩართულობის და მოტივაციის გაზრდის მიზნით იგი იყენებს მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს. ქიმიის გაკვეთილებს ატარებს ლაბორატორიაში, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მისი მეთვალყურეობის ქვეშ თავად დაგეგმონ და განახორციელონ ექსპერიმენტები, განახორციელონ პროცესების მოდელირება და თეორიული ცოდნა დაუკავშირონ ცხოვრებისეულ სიტუაციებს. ელისო მოსწავლეებთან მუშაობის დროს ცდილობს საგნობრივი ცოდნის გენერირებასთან ერთად დაეხმაროს მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარჩვევების განვითარებაში, რათა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა, პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, იყვნენ ემპათიურები და შემწყნარებლები. ელისოსთვის უმნიშვნელოვანესია მშობელთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში. სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლის გააქტიურების მიზნით, ის იყენებს პროექტული სწავლების მიდგომებს და კლუბური მუშაობის პრაქტიკას.

ელისოს მოსწავლეები წარმატებული სტუდენტები არიან STEM-ის მიმართულებით სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის მიერ მოსწავლეების ჩართულობით განხორციელებულმა პროექტებმა არაერთგზის დაიკავეს საპრიზო ადგილები ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში, მათ შორის MEF უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების ოლიმპიადაზე. აღსანიშნავია წარმატებული კვლევითი პროექტები: „მეორადი ნამწვი ზეთების უტილიზაცია და მათი ბიოდიზელად გარდაქმნა.”; „ფოსფორაპატიტის გამოყენება სტომატოლოგიასა და ძვლოვან ქირურგიაში“; „მენიუ კალორიებითერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ“.

მისთვის უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო და პროფესიული საზოგადოების საქმიანობაში აქტიური ჩართულობა. ამ კუთხით, იგი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის აქტიური წევრია. კოლეგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მხრივ მან დანერგა შეხვედრების პრაქტიკა, რომლის დროსაც პედაგოგები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. კათედრის მასწავლებლებთან ერთად ატარებს ინტეგრირებულ გაკვეთილებს, სოციალური ქსელით აქტიური კავშირი აქვს სხვა რეგიონის მასწავლებლებთან. თემის ჩართულობით ახორციელებს პროექტებს საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით.

მას შემდეგ, რაც წარმატებით გაიარა საგნობრივი ტრენინგის 5 მოდული, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გადაიღეს ფილმიელისო აბრამიშვილის წარმატების ისტორია’’, რომელმაც არაერთ პედაგოგს მისცა პროფესიული განვითარების სტიმული, ხოლო საზოგადოებას გააცნო მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომა და მისი ძალისხმევის შედეგი.