ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა.

მნიშვნელოვანია, მოსწავლეები აუმჯობესებდნენ სწავლის შედეგებს და რეალურად იყენებდნენ პრაქტიკაში
(მაგ, მოსწავლეების მხრიდან აკადემიური მოსწრების, შეფასების, დასწრების/ქცევის გაუმჯობესება; მათი სწრაფვა მიაღწიონ მეტს განათლებაში და მოახდინონ თავიანთი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია.)

სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება.

მნიშვნელოვანია მასწავლებელი სწავლებისას იყენებდეს და ნერგავდეს ორიგინალურ, ინტერაქტიულ და მრავალფეროვან მიდგომებს, რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და აქედან გამომდინარე სწავლის შედეგებს
(მაგ. ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება ან არასტანდარტული სწავლების ტექნიკების გამოყენება)

ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება.

მოსწავლეების აღჭურვა საკვანძო ცხოვრებისეული უნარებით და მათი მომზადება სწრაფად ცვალებადი, მრავალფეროვანი, თანამედროვე სამყაროსათვის, სადაც მათ მოუწევთ განსახვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილებისა და კულტურის ადამიანებთან ურთიერთობა
(მაგ. ღირებულებითი განათლების ინტეგრირება  სასწავლო პროცესში)

საზოგადოებერივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა.

მასწავლებლის როლი და მონაწილეობა სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაცია და აღიარება თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ.
(მაგ: მონაწილეობა საზოგადოებერივ საქმიანობაში, სკოლისა და თემისათვის გაწეული ღვაწლი, დამსახურება )

პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

მნიშვნელოვანია მასწავლებელი ადასტურებდეს მასწავლებლის კომპეტენციას და ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე. ამასთან, პროფესიის განვითარების მიზნით, უზიარებდეს გამოცდილებას თავის კოლეგებს თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
(მაგ. ერთვება პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობებში, ახორციელებს პრაქტიკის კვლევას, გადაცემას, მხარს უჭერს დამწყებ მასწავლებლებს კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით. ეწევა პროფესიის პოპულარიზაციისადმი მიმართული სხვა სახის საქმიანობას.)