ჟიურის ეთიკის კოდექსი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ღიად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, განაცხადების შინაარსობრივ შეფასებას განახორციელებს საზოგადოებრივ საწყესებზე შექმნილი ჟიური. აღნიშნული ეფუძნება მასწავლებლის გლობალური ჯილდოს პრინციპებს.

ჟიური შედგება მასწავლებლების, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის, განათლების ექსპერტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო მოხელეთა წარმომადგენლებისაგან.

ჟიურის ეთიკის კოდექსის მიზანია წევრთა ერთიანი ქცევის წესების დამკვიდრება, რათა უკეთ გამოიკვეთოს მათი მოვალეობა და პასუხისმგებლობა და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის ღიაობა.

ჟიურის წევრებმა საქმიანობისას უნდა დაიცვან შემდეგი ნორმები:

1. ჟიურის წევრი შეფასებას ახორციელებს კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად;

2. აპლიკანტების შეფასება და მათზე მსჯელობა ხორციელდება ობიექტურად, ეფუძნება კონკურსის კრიტერიუმებსა და კონკურსის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას;

3. ჟიურის საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ უნდა გასაჯაროვდეს არც კონკურსის მსვლელობისას და არც მისი დასრულების შემდეგ;

4. დაუშვებელია სააპლიკაციო განაცხადებისა და აპლიკანტების მესამე პირებთან განხილვა;

5. დაუშვებელია გამარჯვებულის ვინაობის გასაჯაროება დაჯილდოების ცერემონიამდე;

6. ჟიურის წევრთათვის აუცილებელია შეფასების შესახებ საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება;

7. ჟიურის წევრი ვალდებულია აქტიურად იყოს ჩართული შეფასების პროცესში და დაესწროს სამუშაო შეხვედრებს.

8. თუ ჟიურის წევრს აქვს ინტერესთა კონფლიქტი კონკურსის აპლიკანტთან მიმართებაში, იგი ვალდებულია საჯაროდ ჟიურის წინაშე დააფიქსიროს ამის შესახებ და არ ჩაერთოს აღნიშნული აპლიკანტის შეფასების პროცესში.