2007 წლიდან დღემდე ქ. კასპში შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიან სკოლა-გიმნაზიაში მე და საზოგადოების, მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.
მისი პედაგოგიური პრაქტიკა ურთიერთპატივისცემას, უშუალობას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას ეფუძნება. გაკვეთილზე ენერგიულ, პოზიტიურ და ჯანსაღ გარემოს ქმნის. მოსწავლეები დამოუკიდებელ აზროვნებას სწავლობენ, სხვისი მოსმენის, აზრის გათვალისწინების და თანაგანცდის უნარებს იძენენ. სხარტად აღიქვამენ ახალი იდეის არსს და თვითონაც თავისუფლად უზიარებენ ნინო მასწავლებელს და კლასელებს ახალ იდეებს. მიაჩნია, რომ ბავშვის ჯანსაღი სამოქალაქო ცნობიერების გამოძერწვა, უმნიშვნელოვანესი მისიაა. ასწავლის აქტიურ მოქალაქეობასა და საზოგადოებაზე ზრუნვას, ამისთვის ინოვაციურ მეთოდებს იყენებს, პროექტებით რთავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აგრძნობინებს პასუხისმგებლობას საზოგადოებასა და ერთმანეთის წინაშე. მოსწავლეების წახალისებისთვის პროექტული სწავლების, სწავლა-სწავლებაზე დაფუძნებულ მეთოდს ანიჭებს უპირატესობას. სახალისო გაკვეთილებზე ის „მეგზურია“ , მოსწავლეები კი პასუხისმგებელნი არიან საკუთარ „მოგზაურობაზე“. აქტიურად იყენებს თანატოლთა სწავლებას. ავტონომიის მინიჭებით, ბავშვები მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ და მეტად ცდილობენ ავტონომიის ფარგლებში მინიჭებული უფლება-მოვალეობები კარგად შეასრულონ.
ნინოს საქმიანობა მიმართულია შედეგების პროგრესულ დინამიკაზე. ესაა გრძელვადიანი პროცესი მოსწავლეთა განვითარების, ჩართულობის გასაუმჯობესებლად, რომელიც შესაბამისობაში მოდის განათლების თანამედროვე მოთხოვნებთან: გაგება, გამოყენება, ქმედება. მის მოსწავლეებს ნასწავლი დამოუკიდებლად გადააქვთ პრაქტიკაში, რაც მათ მიერ განხორციელებულ სათემო ინიციატივებსა თუ პროექტებში ჩანს. ამის უამრავი მაგალითია, თუმცა გამოყოფს სამს, კერძოდ, 2000 ლარით დაფინანსებულ მოსწავლის ინიციატივას, კასპის ისტორიული ადგილების ტურისტულ პოპულარიზაციაზე; სულ ახლახან, მოსწავლეების მიერ, სათემო ორგანიზაციის მხარდაჭერით, წამოწყებულ კამპანიას – ევროპა-უკეთესი მდგრადი განვითარებისათვის და ბავშვების გადაწყვეტილებას, 7 წლის წინ, გიმნაზიის ნულ სართულზე შექმნილ ოკუპაციის მუზეუმში ქართულ-ინგლისურენოვანი გიდობა გაეწიათ ვიზიტორებისთვის.
წლებია, რეგიონული პროფესიული გაზიარების ჯგუფის მონაწილეა. გიმნაზიაში შექმნა კრიტიკული მეგობრის ჯგუფი, სადაც კოლეგებს აქტიურად ეხმარება გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული უნარების განვითარებაში. მისი პროფესიული ღირსება სწორედ მიმღებლობა და გაზიარებაა.
ნინო მასწავლებლის ინიციატივით შექმნილმა კლუბებმა, სკოლა ნოვატორული იდეების ეპიცენტრად აქცია. მის მიერ შექმნილი ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერება უსასყიდლოა საქართველოს მოქალაქეებისთვის, სადაც მათ ბევრი საინტერესო ამბით ხვდებიან.