Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ნინო კაპერსკი

ნინო კაპერსკი

ნინო კაპერსკის პედაგოგიური საქმიანობა 21 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც გაზეთში აღმოაჩინა გამოქვეყნებული განცხადება: სვანეთის ერთ-ერთ სკოლაში ესაჭიროებოდათ ინგლისური ენის მასწავლებელი. იქ ერთი წელი გაატარა, შემდეგ კი ჩაერთო პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“, რომლის ფარგლებშიც გაემგზავრა აჭარის მაღალმთიან რაიონში – ხულოში. უკვე სამი წელია რაც თბილისის №200 საჯარო სკოლაში ასწავლის ინგლისურ ენას სხვადასხვა ხარისხის ინტელექტუალური განვითარების დარღვევის, შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს. მას შემდეგ რაც მასეწავლებელი გახდა მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე : ამ დროის განმავლობაში გაიარა უამრავი ტრენინგი, მიენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი და ჩააბარა კემბრიჯის გამოცდა TKT (Teaching Knowledge Test).

ინდივიდუალურად დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესის, ადაპტირებული სასწავლო მასალისა და მოწყობილობების საშუალებით ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების აკადემიური ცოდნისა და სოციალური უნარ-ჩვევების შეძენაში. სასწავლო წლის დასაწყისში თითოეული მოსწავლისთვის ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მათ ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მათ ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. მისი მოსწავლეების სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე ნინო ბევრ არასტანდარტულ მეთოდს იყენებს მათი  უნარების განსავითარევლად. სსსმ მოსწავლეებისთვის დიდი პრობლემაა ყურადღების წარმართვა. ფლეშბარათებით და სხვადასხვა სენსორული მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს მათი ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სიტყვათა მარაგის გამდიდრებას.

ნინო დიდ ყურადღებას აქცევს მისი მოსწავლეების სოციალური ინტეგრაციისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას, მიაჩნია, რომ თითოეული მასწავლებლის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და ამაყობს იმით, რომ ისინი დამოუკიდებლად ართმევენ ბევრ გამოწვევას თავს.  ამისთავის იგი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს იყენებს : მაგალითად გადაწყვითა თავისი მოსწავლეები დაემეგობრებინა KSB Bernardus სკოლის მოსწავლეებთან ჰოლანდიაში. აღნიშნული სკოლის მასწავლებელთან ერთად დაგეგმა და განახორციელა პროექტი – “The better world for you and for me” – „უკეთესი სამყარო შენთვის და ჩემთვის“. გარდა ამისა იგი აქტიურად იყენებს ინტერგრირებულ გაკვეთილებს, როგორიცაა „კლიმატური ცვლილებები“, „ნარჩენების მართვა და გარემოს დაცვა“.

მიუხედავად ახლაგაზრდა ასადკისა, ნინომ უკვე დიდი გამოცდილება დაააგროვა, აქტიურად არის ჩართული სკოლის ცხოვრებაში და უზიარებს კიდეც სხვებს მის პრატქიკაში არსებულ საინტერესო მიდგომებს. მუშაობის პირველივე წელს გახდა უცხოური ენების კათედრის თავმჯდომარე, მეორე წელს კი სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ წარდგენილი კანდიდატებიდან ფასილიტატორად აირჩია. სკოლაში არის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრი, მუდმივად ვთანამშრომლობ მასწავლებლებთან და ზრუნავს მათ პროფესიულ წინსვალზე. ამ მიზნით  მისი ინიაციტივით სკოლაში იმართება ღია კარის დღეები.

ბიოგრაფია 

ნინო კაპერსკი დაიბადა 1986 წლის 3 ივნისს, ქალაქ ახალციხეში. 2003 წელს გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც დაასრულა 2007 წელს და მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სპეციალობით: მთარგმნელ – რეფერენტი (ინგლისური ენა). 2015 წელს გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დაასრულა 2018 წელს და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ზოგადი განათლების ადმინისტრირებაში. 2007-2008, 2012-2013 წლებში მუშაობდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. 2010-2012, 2013–2014 წლებში ასწავლიდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლაში. 2014 წლიდან ასწავლის, ქალაქ თბილისის N 200 საჯარო სკოლაში, ინგლისურ ენას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს. 2011 წელს მიენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი. 2017 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და მოხვდა საუკეთესო ათეულში.