ნაზი ჩოფიკაშვილი პროფესიით ფიზიკოსია და 20 წელია მუშაობს სტეფანმწნიდის გიმნაზია-პანსიონში. ბავშვობის ყაზბეგში გატარებამ გადამწყვეტი გავლენა იქონია მის პროფესიულ არჩევანსა და პიროვნული ფასეულობების ჩამოყალიბებაზე. მიაჩნია, რომ მის მშობლიურ კუთხეში პროგრესი სწორედ ფასეულობათა პატივისცემით, ღრმა გააზრებით, ზოგჯერ კი მათთან დაპირისპირებით მიიღწევა.
ნაზის პედაგოგიური ფიილოსოფია მოსწავლის სრულფასოვან, დამოუკდებელი ინდივიდად აღქმასა და პატივისცემას ემყარება, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესის ძირითადი და სრულუფლებიანი წევრია. ნაზი არ სთავაზობს მოსწავლეს მზა რეცეპტებს რათა თავად განაცდევინოს სიახლის დამოუკიდებლად მიგნების სიამოვნება. პრაქტიკაში ყველაზე ეფექტურად იყენებს ინფორმაციის წარმოდგენის მრავალფეროვან მეთოდებს, როგორიცაა ილუსტრაციები პლაკატები, ცხრილები, სლაიდ-შოუები და ექსპერიმენულ სწავლებას. დემონსტრაციული მეთოდით მოსწავლეებს აცნობს ხელსაწყოებს, ატარებს ცდებსა და პრაქტიკულ სამუშაოს მათი უშუალო თანამონაწილეობით.
ნაზი გაკვეთილებითა და კლასგარეშე აქტივობებით ცდილობს გააღვივოს მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობა, განუვითაროს წარმოსახვა, ლოგიკური აზროვნებისა და დასკვნების გამოტანის უნარი, გახადოს თავდაჯერებულები და მიზანსწრაფულები. ნაზის მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური შედეგით ეროვნულ გამოცდებში, მათემატიკასა და ფიზიკაში. ისინ ასევე წარმატებით წარმოაჩენენ საკუთარ ცოდნასა და კომპეტენციებს კონკურსებში, სასწავლო თუ სოციალურ პროექტებში , ინტერნეტ-რესურსების შექმნისა და გამოყენების დროს.
ნაზი მთავარ მიღწევად მიიჩნევს მოსწავლეებში ფიზიკისადმი ინტერესის გაღვივებას,რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტექნოლოგიური და ეკონომიკური პროგრესისათვის. დარგის მიმართ ნაზის მოსწავლეთა ინტერესზე მინიშნებს მათ მიერ მომავალ პროფესიად სწორედ ექსპერიმენტალური ფიზიკის, გამოყენებითი მათემატიკისა თუ ინჟინერიის არჩევა.
ნაზი აქტიურადაა ჩართული პედაგოგთა პროფესიის პოპულარიზაციასა და კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობაში. ის სკოლის ფასილიტატორია და უზრუნველყოფს კოლეგებს უახლესი ინფორმაციით, აცნობს ახალ მეთოდებსა და საუკეთესო პრაქტიკებს. გარდა ამისა, მისი ინიციტივით ხორციელდება არა-ერთი პროექტი აღსანიშნავია 2015-2017 წლეებში ჩატარებული ღონისძიებები: მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია თემაზე “მეთოდური განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებს შორის”; შეხვედრების ციკლი აბიტურიენტებსა და პედაგოგებს შორის, თემაზე “პროფესია-მასწავლებელი”; კონკურსი სკოლებს შორის ” არის თუ არა მნიშვნელოვანი მასწავლებლის პროფესია?”
პედგაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ნაზი გამოირჩევა სამოქალაქო აქტივიზმის მაღალი დონით. აცნობიერებს რა ხევის სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოსთვის, ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მის განვითარებას. 2014 წლის აგვისტოში კოლეგებთან ერთად დაარსა სასწავლო-ინტელექტუალური ცენტრი “ხევის მომავალი”, რომლსაც დღემდე ხელმძღვანელობს. არაფორმალური განათლების ცენტრში ახალგაზრდებს სხვადასხვა სამოქალაქო თუ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საშუალება ეძლევათ. ასევე დაარსა სადისკუსიო დარბაზი, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია მუნიციპალიტეტში. ორგანიზაცია,”ხევის მომავალი”, თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და არასამთავრობო სექტორთან, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ინტელექტუალურ, კულტურულ თუ სოციალურ პროექტებში.