ნანა გოგატიშვილი სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლაში მე და საზოგადოების, მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. არის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აქტიური წევრი. ევროსაბჭოს პროექტის -„დემოკრატია იწყება სკოლაში – მოსწავლეთა ჩართულობა სკოლასა და ადგილობრივ თემში“, She’s Great გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის გლობალური პროგრამის მენტორია. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიურ გამოფენა – კონფერენციაზე დაჯილდოვდა ნომინაციაში „მოსწავლეთა პროექტების ხელშემწყობი მასწავლებელი“. მისი მიზანი მოსწავლეების აქტიურ მოქალაქედ აღზრდის ხელშეწყობაა, რომელთაც გააზრებული აქვთ უფლება-მოვალეობები საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და პატივს სცემენ სხვის უფლებებს. სკოლაში ხელს უწყობს კეთილგანწყობილი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას.
„მე და საზოგადოების“ სწავლების ფარგლებში მის მიერ განხორციელებული შვედური პროექტის – „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ – მიზანს ბავშვებში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება, საზოგადოების მრავალფეროვნების გააზრება, განსხვავებულობის მიმართ მიმღებლობის გაზრდა და თანაგანცდის უნარის გამომუშავება წარმოადგენდა. მისი პედაგოგიური პრაქტიკის ძირითადი მიდგომა ინოვაციური მეთოდებით სწავლების ხელშეწყობაა. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ინოვაციური, ინტეგრირებული, გრძელვადიანი სასკოლო პროექტი: „Agriculture: Farm To Table“ (აგროკულტურა: ფერმიდან სუფრამდე), სადაც პირველად მოხდა სამოქალაქო განათლების სწავლებისას ტექნოლოგიების, Maincraft და TinKerCard გამოყენება. პროექტის მიზანი იყო ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა, სამეწარმეო უნარების განვითარება, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე ცნობიერების ამაღლება.
ნანა გოგატიშვილი სკოლაში არაფორმალური განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობს, რომელიც სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მიმართულებაა, რაც მოსწავლეების წარმატებაზეც აისახება, რომლებიც ჩართულები არიან Erasmus+ საერთაშორისო პროგრამებში. ნანას მოსწავლეებმა წარამატებას მიაღწიეს GDI- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ ორგანიზებულ დებატებსა და ფუნქციონირებს. აშშ-ის დელავერის უნივერსიტეტის სოციალური სამეწარმეო იდეათა საერთაშორისო კონკურსში „Diamond Challenge“, შედეგად სკოლაში დაფუძნდა დებატერბისა და STEAM კლუბი.
ევროსაბჭოსა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩამოაყალიბა ევროპული კლუბი „Bright Five“, ასევე, პირველად სკოლის ისტორიაში, მოსწავლეებმა მოაწყვეს საგანმანათლებლო მინი-ბანაკი. თემა: ევროინტეგრაცია. გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის გლობალურ პროექტ She’s Greate ფარგლებში, მოსწავლეებთან ერთად, შეიქმნა რესურსი, რომელსაც სამოქალაქო განათლების სწავლებაში ანალოგი არ აქვს, რის გამოც მას სასწავლო კურიკულუმში შეიტანენ.
ნანა ზრუნავს კოლეგების პროფესიულ განვითარებასა და მხარდაჭერაზე. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და „Jaan Tõnnissoni Instituut“-ის პროექტის „ციფრული ოლიმპიადა სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში, სამი თვის განმავლობაში, მენტორობას უწევდა თბილისის რეგიონის 20 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს. მიღებული გამოცდილების შემდეგ მისი ინიციატივით, წელს პირველად სკოლაში, არჩევით საგნად დაინერგა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.