Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია

ქალაქ გორის  მე- 12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მენტორი მასწავლებელია. 

2012 წლიდან  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ერთ-ერთი  დამფუძნებელი და შიდა ქართლის რეგიონის საბჭოს თავმჯდომარეა. 2014 წლიდან  LIONS  CLUB INTERNATIONAL-ის საქველმოქმედო საერთაშორისო ორგანიზაციის  წევრი და   LIONS  CLUB  GORI-ს პრეზიდენტი/ დამფუძნებელია. 2018 წლიდან მუშაობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების მიმართულებით. 2022 წლიდან კი –  ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი და  ზოგადი  განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტად,  ასევე  ექსპერტია  ევროსაბჭოს პროექტში – ,,დემოკრატია იწყება სკოლაში“.

ლელა დიდ დროს უთმობს პიროვნულ და პროფესიულ  განვითარებას, წლების განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე  ეცნობოდა ევროპის წამყვანი  ქვეყნებისა და აშშ-ის   როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო და ორგანიზაციულ (90-ზე მეტი სკოლის, 30-მდე  უნივერსიტეტისა და 50-ზე მეტი  არასამთავრობო ორგანიზაციის) გამოცდილებას. ამ მდიდარ გამოცდილებას – საუკეთესო პრაქტიკას, მეთოდებს, მიდგომებს – იყენებს როგორც მოსწავლეებთან, ასევე მასწავლებლებთან თანამშრომლობის პროცესში. ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზებას, თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან.  მასწავლებლობის   მსურველ პედაგოგებს უშურველად უზიარებს გამოცდილებას. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებში.  

ლელასთვის მასწავლებლობა უდიდეს პასუხისმგებლობასთან,  ნდობასთან ასოცირდება. მისი პრაქტიკული საქმიანობა უკავშირდება მოსწავლეებში ცოდნის, უნარ-ჩვევების განვითარებას, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. სოციოემოციური უნარების განვითარებისათვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ღირებულებით განათლებას. ამ მიმართულებით 2011 წლიდან ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების ოთხი მიმართულების კლუბს: დებატკლუბს, თანასწორგანმანათლებელთა კლუბს, კინოკლუბს, მეწარმეობის კლუბს. სკოლაში მოქმედი არაფორმალური განათლების კლუბები უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში გააზრებული  ღირებულებების პრაქტიკაში დანერგვას. ჩართულია   მოსწავლეთა თვითმმართველობის ინსტიტუციის  გაძლიერების პროცესში. პროექტული სწავლებით, სიმულაციების, როლური თამაშების, სიტუაციური ამოცანებისა   და პირადი მაგალითის საფუძველზე ასწავლის მრავალფეროვნების მიმღებლობას, ემპათიას,  პასუხისმგებლობას, დემოკრატიული პრინციპებითა და ღირებულებებით მოქმედებას, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სათანადო ქმედით რეაგირებას, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გათავისებას. მან და მისმა მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტები სკოლასა და თემში: CineDOC-სკოლის კლუბების  ჩართულობით   დოკუმენტური ფილმების ,,საშემოდგომო მინიფესტივალი“, ,,მეწარმეობა ეკომეგობრობისთვის, ერთი სანთლით დაწყებული ეკომეგობრობა“, ,,კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში”, ,,სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციის შესახებ არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ”, ,,ცოდნის კაფეს“ – ,,მოგზაური წიგნის“ სასკოლო ცხოვრებაში ტრადიციად  დამკვიდრება,  ,,ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“-,,მშვიდობიანი თანაარსებობა იწყება შენით! “და სხვა. LIONS  CLUB  GORI -ს მიერ  პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით  განხორციელებული  საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და სოციალური მიმართულების პროექტები, რომელიც ეხება, დიაბეტის მართვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, სასკოლო თემისთვის, სოციალურად დაუცველ, დღის ცენტრის შშმ პირებისთვის უსასყიდლოა თვალის  სკრინინგის პროგრამის ამოქმედებას,

სამხედრო ჰოსპიტალის აღჭურვილობის შეძენას. აღნიშნული  საქმიანობების გამო საქართველოს თავდაცვის  სამინისტროს  მიერ ლელა დაჯილდოებულია მადლობის სიგელით, „COVID-19 -თან ბრძოლაში შეტანილი  წვლილისა და  გამოჩენილი მაღალი  სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის“. 

 

კონკურსი, როგორც შესაძლებლობა – „ათეულში ყოფნა სარგებელს ჩემს სკოლასა და მოსწავლეებსაც მოუტანს“

373035808_701937225305908_5224634813005090175_n