Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ლელა კოტორაშვილი

ლელა კოტორაშვილი

ლელა კოტორაშვილი 2017 წლიდან მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში. 2014-2017 წლებში მონაწილეობდა განათლების სამინისტროს პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“ და სამი წლის განმავლობაში ასწავლიდა სოფ. უწერის საჯარო სკოლაში; 2017 წელს სწავლა განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე. 

ლელას პედაგოგიური პრაქტიკა ემყარება ჰუმანისტურ და კონსტრუქტივისტულ მიდგომებს. ის ცდილობს პირადი მაგალითის ჩვენებით ნაბიჯ–ნაბიჯ განუვითაროს მოსწავლეებს პასუხისმგებლობის გრძნობა. ლელასათვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეები სიამოვნებას იღებდნენ სასწავლო პროცესისაგან, შესაბამისად ფორმალური და არაფორმალური სწავლების მონაცვლეობის გზით ის ქმნის პოზიტიურ და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს, რაც ხელს ხელს უწყობს მოსწავლეების წიგნირების დონის, მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და თავდაჯერებულობის ზრდას.

სასწავლო რესურსების შექმნისა და წიგნთან მოსწავლის დაახლოვების მიზნით ლელას მენტორობით წარმატებით ხორციელდება რაჭველი მოსწავლის, მარიამ მეტრეველის მიერ წამოწყებული პროექტი – „წაიკითხე ჩემი წიგნი“. მოსწავლეებში ემპათიისა და ტოლერანტობის განვითარებას ემსახურება შიდა სასკოლო სპექტაკლების ორგანიზება, რომელშიც აქტიურად ერთვებიან სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები. ლელასათვის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგისთვის, მნიშნველოვანია მოსწავლეებს შეეძლოთ ნებისმიერ გარემოში საკუთარი აზრის თავისუფად გამოთქმა, კრიტიკული, შემოქედებითი აზროვნება და იდეების საუკეთესო ფორმით წარმოდგენა. ჩამოთვლილი კომპეტენციების განვითარების მიზნით ის თავად უძღვება ლიტერატურულ კაფეებსა და ბლოგებს : „საწიგნეთი” და “ორიონი” . 

ლელა მუდმივადმ მუშაობს პედაგოგების პროფესიულ განვითარებასა და და მასწავლებლის სოციალური სტატუსის ამაღლებაზე. ის საგანმანათლებლო ჟურნალ mastsavlebeli.ge-ს ერთ-ერთი ავტორია და პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს საკუთარი პრაქტიკის შესახებ. 2014-2017 წლებში რაჭაში ყოფნისას ლელამ შექმნა ბლოგი და წერდა წერილებს პროფესიული საქმიანობის შესახებ. ლელას წერილების კრებულს, „მოსიარულე გაკვეთილები“, გამომცემლობა „ინტელექტი“ წიგნად გამოსცემს. „მოსიარულე გაკვეთილები“ დოკუმენტური პროზაა, რომელიც გარდა პროფესიული ნარატივისა, აღწერს ქალაქსა და სოფელში ცხოვრების წესს და, ამ გზით, წარმოაჩენს მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებულ ხიბლსა და მნიშვნელობას საზოგაოდებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ლელა პროფესიული საქმიანობის მიღმაც ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში. წინარე გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის წარმატებით ახროციელებს პროექტებს: „მიმოწერილი მთა და ქალაქი“ „მთა მიდის ზღვასთან“; მრავალფეროვანი მიდგომებით (ლიტერატურული კაფეები, ბლოგები, სპექტაკლები, როლური გაკვეთილები, ჩრდილების თეატრი, ლიტერატურული დღიურები, საზაფხულო ბანაკები) ცდილობს დააკავშიროს მთის და ბარის მოსწავლეები ერთმანეთთან, ასევე გაააქტიუროს მშობლები და ხელი შეუწყოს მშობელსა და სკოლას შორის პოზიტიური და თანამშრომლობითი ურთერთობის განვითარებას.